განცხადებები და სიახლეები
15.06.22
2022 წლის 14 ივნისს ინსტიტუტმა უმასპინძლა სსიპ პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის (პასუხისმგებელი პირი - ქიმიის პედაგოგი ირინა მიროტაძე) მოსწავლეებს.
მოსწავლეები გაეცნენ ინსტიტუტის ისტორიას. ინსტიტუტის თანამშრომლებმა მათ გაახსენეს თეორიული მასალა ქიმიაში და ჩაუტარეს შესაბამისი ცდები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის ლაბორატორიები, სადაც ჩაუტარდათ როგორც სასწავლო, ასევე სახალისო ექსპერიმენტები. ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის აპარატურული ცენტრი, სადაც გაეცნენ თანამედროვე ანალიზური და სხვა გამზომი ხელსაწყოების მუშაობის პრინციპებს.
ვრცლად
03.04.23
აკადემიკოს გივი ცინცაძის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო - სამეცნიერო კონფერენცია „ქიმია-მიღწევები და პერსპექტივები“
კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის 20 აპრილს, თბილისში.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
მოხსენების ფორმა: ზეპირი, სტენდური
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით
ISSN 1512-0996
DOI:https://doi.org/10.36073/1512-0996
თეზისების/სტატიის წარდგენის ბოლო ვადაა 15.04.2023 წ.
სრული ინფორმაცია კონფერენციის შესახებ
ლაბორატორიები
- ლ.ჯაფარიძის სახ. დენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდე მასალების ლაბორატორია
- გ.აგლაძის სახ. ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია
- რ.დოღონაძის სახ. თეორიულ კვლევათა ლაბორატორია
- ადგილობრივი წიაღისეულისა და მინერალური ნედლეულის ქიმიური გადამუშავების ლაბორატორია
- ე.ნანობაშვილის სახ.რადიაციული ქიმიის ლაბორატორია
- კატალიზის ლაბორატორია
- არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია
- ა.ავალიანის სახ. ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია
- ჯ.ჯაფარიძის სახ. არაწყალხსნართა ელექტროქიმიის ლაბორატორია
- ნ.ლანდიას სახ. თერმოქიმიის ლაბორატორია
- ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორია